RICDOG-ის საქველმოქმედო აქცია „ის მაინც არსებობს“ (2025) შემაჯამებელი ანგარიში
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) საქველმოქმედო აქცია „ის მაინც არსებობს“ 2025 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი აერთიანებს ინფორმაციას აქციის განხორციელების პროცესის, მიღწეული შედეგების, მოძიებული რესურსების, მხარდაჭერილი ოჯახების, პარტნიორებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ.
2025 წელს საქველმოქმედო აქცია უკვე მეთხუთმეტედ განხორციელდა. ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 30 ოჯახმა და 127 ბავშვმა, ხოლო საქველმოქმედო და სოციალური ინიციატივების განსახორციელებლად ორგანიზაციის წევრების, მოხალისეების, ინდივიდუალური შემომწირველებისა და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით 22 ათას ლარამდე ფინანსური რესურსი შეგროვდა. გარდა ამისა, მოიძია არამონეტარული შემოწირულობებიც, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 10 000 ლარს შეადგენდა.
ანგარიშში აღწერილია აქციის მომზადებისა და განხორციელების ყველა ძირითადი ეტაპი, მათ შორის მოხალისეთა და ორგანიზაციის წევრების ჩართულობა, სოციალური მედიის კამპანიები, ფონდების მოძიების აქტივობები, მხარდამჭერი კომპანიებისა და ინდივიდების წვლილი, ასევე შემაჯამებელი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას RICDOG-ის ახალი, 2035 წლამდე განვითარების სტრატეგიაც წარედგინა.
RICDOG განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ მხარდამჭერს, მოხალისეს, პარტნიორ ორგანიზაციას, კომპანიასა და მოქალაქეს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს აქციის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ მათი თანადგომით გახდა შესაძლებელი ათეულობით ოჯახის მხარდაჭერა და საახალწლო პერიოდის უფრო თბილი და ღირსეული გარემოს შექმნა ბავშვებისთვის.
შემაჯამებელი ანგარიშის გამოქვეყნება ორგანიზაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პოლიტიკის ნაწილია. RICDOG მიიჩნევს, რომ საზოგადოების ინფორმირება განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და გამოყენებული რესურსების შესახებ მნიშვნელოვანია ნდობისა და პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად.
საქველმოქმედო აქცია „ის მაინც არსებობს“ 2025 წლის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ და ჩამოტვირთოთ ქვემოთ.
მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს!
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) გულწრფელ მადლობას უხდის ყველა კომპანიას, ორგანიზაციასა და ინდივიდს, რომლებმაც 2025 წლის საქველმოქმედო აქცია „ის მაინც არსებობს“ სხვადასხვა ფორმით დაუჭირეს მხარი. სწორედ მათი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი 30 ოჯახის და 127 ბავშვის დახმარება.
2025 წლის მხარდამჭერები იყვნენ:
- მიკრობანკი კრისტალი
- საქართველოს ბანკი
- სასტუმრო არგო
- კომპანია „ონიმა“
- ქარვასლა
- კომპანია „გალფი“
- რესტორანი „მუზეუმი“
- კომპანია „მინისო“
- ჩემი გამომცემლობა
- რესტორანი „ჰაკერ-ფშორი“
- საჩუქრების სალონი „დაჩი+“
- ყვავილების მაღაზია „ბონბონი“
- კაფე „პიკნიკი“
- ბარ-რესტორანი „ინტრო“
- ბარ-რესტორანი „პაოლო“
- კომპანია „ზედაზენი“
- რესტორანი „ბარაქა“
- სპექტრი
- კომპანია „კულინარი“
- Ninail Beauty Studio
- ყვავილების სალონი „კესანეს ყვავილები“
- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტი“
- საქართველოს ცხოველთა ფედერაცია (GAF)
- კაფე „ლილესთან“
- საკანცელარიო მაღაზია Penciled
- ტორტის სახლი „რაფაელო“
- ბავშვთა სამყარო „ცისარტყელა“
- სათამაშოების მაღაზია „ატა“
- კომპანია „ხემსი“
- კომპანია „ვენტუ“
- ატელიე „ქვინი“
- ატელიე „ბიბიდი ბაბიდი ბუ“
- ატელიე „ბება“
- ივენთ კომპანია „იუნიკო“
- კომპანია „თქვენი ლამაზი დღესასწაული“
- კომპანია Event Room
- რესტორანი „რერო“
- კომპანია „ჩირიმე“
- სილამაზის სალონი Animalashbar
- „ეროვნული სამოსი“
- მუსიკოსი მარიამ კაკუშაძე.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ნდობისთვის, თანადგომისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის. თქვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია რეალური ცვლილებების შექმნა და იმ ოჯახების დახმარება, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.