სექტემბერი 16, 2026 Category: Uncategorized
06 views

RICDOG-ში წევრთა შეხვედრით ახალი სეზონი დაიწყო

12 სექტემბერს სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგში“ (RICDOG) წევრთა ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრები განახლდა და ახალი სეზონი გაიხსნა.

პირველი შეხვედრის ძირითადი ნაწილი გასული რამდენიმე თვის შეჯამებას დაეთმო. წევრებმა ერთად განიხილეს განხორციელებული საქმიანობები, მიღებული გამოცდილება და შედეგები, რის შემდეგაც საუბარი გაგრძელდა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და ახალი სეზონის პრიორიტეტებზე.

წევრთა შეხვედრები RICDOG-ის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ყოველკვირეულად იმართება. შეხვედრები წარმოადგენს სამუშაო და სადისკუსიო სივრცეს, სადაც წევრები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, განიხილავენ მიმდინარე საკითხებს, მონაწილეობენ სამომავლო საქმიანობის დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მოხალისეობრივად ერთვებიან ორგანიზაციის სხვადასხვა საქმიანობაში.

RICDOG-ში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შიდა დემოკრატიას, წევრთა აქტიურ მონაწილეობასა და ორგანიზაციულ განვითარებას. სწორედ ამიტომ, ყოველკვირეული შეხვედრები წევრებს აძლევს შესაძლებლობას, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, წამოაყენონ ახალი ინიციატივები და უშუალოდ ჩაერთონ ორგანიზაციის საქმიანობისა და სამომავლო მიმართულებების განსაზღვრაში.

12 სექტემბრის შეხვედრით RICDOG-ის წევრებმა ახალი სამუშაო სეზონი დაიწყეს, რომლის განმავლობაშიც დაგეგმილია როგორც ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობებში მონაწილეობა, ასევე ახალი იდეებისა და ინიციატივების ერთობლივად განვითარება.

Leave A Review

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.