დეკემბერი 18, 2024 Uncategorized 325 views

RICDOG ბანაკი

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” აქტიურად მუშაობს ახალგაზრდული ბანაკების მოწყობაზე. პროგრამა “ახალგაზრდობა მოქმედებაში” ფარგლებში არაერთი საერთაშორისო ბანაკი მოაწყო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის მისი წევრებისა და მხარდამჭერებისთვის მოწყობილი ბანაკებია. ყოველწლიურად ივლისის ბოლოს ორგანიზაცია წევრებისა და მხარდამჭერებისთვის სამდღიან ბანაკს აწყობს, რომლის პროგრამა ყოველ წელს განსხვავებულია. ორგანიზაცია აგრეთვე ახორციელებს სხვა ორგანიზაციებისთვის ბანაკების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

მეტის წაკითხვა
დეკემბერი 18, 2024 Uncategorized 288 views

RICDOG სიმბოლოები

RICDOG ლოგო: წარმოდგენილია ორი მწვანე და ოქროსფერი ხაზებისგან, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან დნმ მსგავს ფიგურას. მწვანე ფერი – ახალგაზრდულ ენერგიას აღნიშნავს, ხოლო ოქროსფერი – სიბრძნეს, რომელიც ძველგაზრდობაშია წარმოდგენილი. ორგანიზაციის მესამე ფერი დედამიწის და სიმბოლოს ირგვლივ რკალებშია წარმოდგენილი. ერთიანობაში აღნიშნავს თაობათა შორის დიალოგს. დედამიწის ფიგურა აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია საერთო სამყაროს საკითხებზე მუშაობს და მისი გეოგრაფია მთელი პლანეტაა. ერთიანობაში ხაზები და პლატენა კი ადამიანის გამოსახულებას ქმნის, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ორიენტირებულია ადამიანზე და იმ ყველაფერზე რაც დნმ საფუძველზე დევს ადამიანში. ის ადამიანური ფასეულობების და მისი პრინციპების გამტარია. RICDOG დროშა: დროშა წარმოდგენილია ორგანიზაციის სამი ფერისა და სიმბოლოების ნაკრებით.  ლურჯ ფონზე გადმოტანილია ორგანიზაციის სიმბოლო, ხოლო ოქროსფრად გვერდით წერია ორგანიზაციის ინგლისურენოვანი აბრევიაცია RICDOG ფერები: ლურჯი -ცისა ფერი, უსაზღვროებისა და ნათელი მომავლის სიმბოლო. ოქროს ფერი – სიბრძნის, სიმდიდრის, ცოდნის და თაობების მიერ დაგროვებულ გამოცდილების ფერი. მწვანე – სუფთა გარემოს, ახალგაზრდულ ენერგიასა და  ნათელი მომავლის ფერი. RICDOG სამოტივაციო სიმღერა: Lyric: Mariam Nemsadze, Nugzar Kokhreidze Music idea: Nugzar Kokhreidze Music edition: Revaz Edgaridze Video […]

მეტის წაკითხვა
დეკემბერი 18, 2024 Uncategorized 336 views

სამეცნიერო კლუბი

სამეცნიერო კლუბი წარმოადგენს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი”-ს მნიშვნელოვან ნაწილს. იგი 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მას 30 მეტი დისკურსი, მონოლექცია თუ სხვა აქვს განხორციელებული. გარდა ამისა კლუბი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას და მასში სტუდენტების ჩართულობას. სწორედ სამეცნიერო კლუბის ბაზაზე შეიქმნა ორგანიზაცია, თუმცა დღეს მისი საქმიანობა გაცილებით მეტ სფეროს მოიცავს ვიდრე მხოლოდ მეცნიერებაა. სამეცნიერო კლუბის მთავარი მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა. კლუბი თავის შეკრებებს ორ თვეში ერთხელ ატარებს და წინასწარ აცხადებს დისკურსის თემას. არჩევს ორ ძირითად მომხსენებელს და დისკურსის მონაწილეებს. კლუბის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ, როგორც სტუდენტ-ახალგაზრდობა, ისე პროფესორ-მასწავლებლები. საუბარი თანაბარუფლებიანია. ყველა დისკურსში მონაწილეს მოეთხოვება წერილობით ფორმით წინასწარ გამოგზავნოს მის თემასთან დაკავშირებული სიტყვა ან მონახაზი. მონაწილე თავად აგებს პასუხს ფაქტების სისწორეზე.

მეტის წაკითხვა
ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.