November 10, 2026 Category: Uncategorized
16 views

Peace Leadership Camp

თუ ხარ 18–29 წლის კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდა, გაინტერესებს მშვიდობის მშენებლობა, დიალოგი და ახალგაზრდების მონაწილეობა და გსურს, განსხვავებული გამოცდილების მქონე ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელო მნიშვნელოვან საკითხებზე, განივითარო პრაქტიკული უნარები და საკუთარი იდეები ციფრულ გზავნილებად გარდაქმნა – ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

Peace Leadership Camp არის ოთხდღიანი საგანმანათლებლო ტრენინგი, რომელიც გააერთიანებს კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა თემიდან.

ტრენინგი გაიმართება 2026 წლის 1–4 დეკემბერს, დასავლეთ საქართველოში. ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია შერჩეულ მონაწილეებს დამატებით მიეწოდებათ.

რას გთავაზობთ ტრენინგი?

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები:

  • გაიღრმავებენ ცოდნას კონფლიქტის, მისი მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ;
  • იმსჯელებენ ახალგაზრდებისა და ქალების მონაწილეობაზე მშვიდობის მშენებლობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში;
  • გაეცნობიან სამოქალაქო მონაწილეობის შესაძლებლობებს და განსაზღვრავენ საკუთარ თემში ჩართულობის შესაძლო ნაბიჯებს;
  • განივითარებენ აქტიური მოსმენის, ეფექტიანი კომუნიკაციის, დიალოგის, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარებს;
  • ისწავლიან განსხვავებული მოსაზრებებისა და გამოცდილებების გათვალისწინებას და კონფლიქტის მიმართ მგრძნობიარე კომუნიკაციას;
  • გაეცნობიან ციფრული კონტენტის შექმნისა და ციფრული ამბის თხრობის ძირითად ელემენტებს;
  • მცირე ჯგუფებში იმუშავებენ მშვიდობის, დიალოგისა და ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ მოკლე საინფორმაციო ან საგანმანათლებლო ციფრული გზავნილების მომზადებაზე.

ტრენინგი დაეფუძნება არაფორმალური განათლების, ახალგაზრდული საქმიანობისა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომებს. პროგრამა მოიცავს ინტერაქტიულ სესიებს, დისკუსიებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ჯგუფურ მუშაობას, რეფლექსიასა და ციფრული კონტენტის შექმნას.

Who can participate?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 18–29 წლის კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს, რომლებიც:

  • დაინტერესებული არიან მშვიდობის მშენებლობის, დიალოგის, ახალგაზრდული ან სამოქალაქო მონაწილეობის საკითხებით;
  • მზად არიან, სრულად ჩაერთონ ტრენინგის პროგრამაში;
  • სურთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საკუთარ თემში გამოყენება;
  • მზად არიან განსხვავებული გამოცდილებისა და მოსაზრებების მქონე ახალგაზრდებთან თანამშრომლობისთვის.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს;
  • ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებს;
  • გამყოფ/საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს;
  • კონფლიქტით დაზარალებული ოჯახებიდან ახალგაზრდებს;
  • სხვა ახალგაზრდებს, რომელთა ცხოვრებაზეც კონფლიქტმა უშუალო გავლენა მოახდინა.

მსგავს პროგრამებში მონაწილეობის წინა გამოცდილება სავალდებულო არ არის. ჯგუფში წარმოდგენილი იქნებიან როგორც გამოცდილების მქონე, ისე ნაკლებად გამოცდილი მონაწილეები.

მონაწილეობა უფასოა.

როგორ შეირჩევიან მონაწილეები?

პირველ ეტაპზე შემოწმდება განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა. არასრულად შევსებული და დუბლირებული განაცხადები არ განიხილება.

შესაბამისი განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მონაწილეობის მოტივაცია;
  • ტრენინგის თემებისადმი ინტერესი;
  • მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სამომავლოდ გამოყენების ხედვა;
  • პროგრამაში სრულად მონაწილეობის მზადყოფნა.

ჯგუფის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება მონაწილეთა გამოცდილების, გეოგრაფიული წარმომადგენლობისა და გენდერული შემადგენლობის მრავალფეროვნება. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესში შეიძლება ჩატარდეს მოკლე ინდივიდუალური ან ჯგუფური ონლაინ გასაუბრება.

ინკლუზიურობისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, ქალ კანდიდატებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ, მათი მოტივაციისა და კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

მონაწილეობის პირობები

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ:

  • ტრენინგის სრულ პროგრამას;
  • მონაწილეთა განთავსებას სასტუმროში;
  • კვებასა და შესვენებებს;
  • სასწავლო მასალებს;
  • ორგანიზებულ ტრანსპორტირებას წინასწარ შეთანხმებული ლოკაციებიდან.

შერჩეული მონაწილეები ვალდებული იქნებიან დაესწრონ და სრულად ჩაერთონ ტრენინგის სესიებში.

როგორ შევავსოთ განაცხადი?

განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:

21 ნოემბერი, 2026

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ricdog@live.com

ტრენინგისთვის შეირჩევა დაახლოებით 20 მონაწილე.

Leave A Review

en_USEnglish

Account details will be confirmed via email.