
RICDOG მოხალისეთა კლუბში მიღება დაიწყო!
თუ გაქვს სურვილი გახდე აქტიური მოქალაქე, გამოიმუშავო საკვანძო კომპეტენციები და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, არ გამოტოვო ეს შანსი!
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-29 წლის ახალგაზრდებს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის იდეის პოპულარიზებას.
მოხალისეთა კლუბი გაძლევს შესაძლებლობას:
შეიძინო მოხალისეობრივი გამოცდილება;
გაიცნო ახალი და საინტერესო ადამიანები;
განივითარო სხვადასხვა უნარი და კომპეტენცია;
ჩაერთო სამოქალაქო ცხოვრებაში და გახდე აქტიური მოქალაქე;
დაგეგმო და განახორციელო სხვადასხვა სახის აქტივობა და ღონისძიება.
პროგრამის ხანგრძლივობა – 3 თვე.
მოხალისეთა კლუბის შეხვედრები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 16:00 საათზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2025 წლის 13 თებერვალი, 18:00 საათი!
გამოიყენე ეს შანსი და გახდი RICDOG მოხალისეთა კლუბის წევრი!
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
+995 555 40 10 86
ricdog@live.com
მისამართი: ვ. კუპრაძის მე-14 შესახვევი N 12.