მეტის წაკითხვა
ივნისი 14, 2025 პროგრამა 445 views

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვების პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაზე მუშაობა ადრეულ ასაკში?

ბავშვობაში განვითარებული კომუნიკაციის, ემოციური ინტელექტისა და თანაგრძნობის უნარები მნიშვნელოვანი საფუძველია იმისა, რომ მომავალში ისინი ჩამოყალიბდნენ ძლიერი, წარმატებული და თავდაჯერებული პიროვნებები. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა გვანცა თოთაძემ, RICDOG-ის მეორე ვიცე-პრეზიდენტმა, გადაცემაში „ჩვენი დღე“, ტვ რიონის ეთერში. გადაცემაში გაეცნობით, როგორ ხორციელდება პროგრამები და სატრენინგო სესიები RICDOG-ის ტრენინგ ცენტრის მიმართულებით და რატომ მიგვაჩნია, რომ უნარებზე დაფუძნებული მიდგომა ბავშვთა განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 27, 2025 პროგრამა პროექტი 373 views

„Civic Education Champions“ Camp

4 დღიანმა ბანაკებმა, რომელიც არაფორმალური განათლების პრინციპებზე იყო დაფუძნებული, ჯამში უმასპინძლა 48 ახალგაზრდას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ორ ნაკადად. ბანაკის თითოეული დღე სპეციალურად იყო დაგეგმილი — სამოქალაქო ჩართულობის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, ინიციატივების დაგეგმვისა და კომუნიკაციის თემების გარშემო, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მისაღებად. მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ახალგაზრდები სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბების საქმიანობაში იქნებიან ჩართულები და გეიმიფიცირების მიდგომით შექმნილ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას — თემში ცვლილებების წამოსაწყებად. პროექტის ფარგლებში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, რომელსაც ძირითადად სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბები განახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, რომელსაც ძირითადად სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბები განახორციელებენ. პროექტს ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG), ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში – მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 22, 2025 პროგრამა 359 views

დასრულდა პროგრამა „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების“ მეორე ფაზა!

გეიმიფიცირებული პროგრამა, RICDOG-მა თავდაპირველად USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში წამოიწყო, თუმცა პროგრამის შეჩერებისა და დახურვის შემდეგ, პროგრამის ეს კომპონენტი ორგანიზაციამ მოხალისეობრივად, საკუთარი რესურსებით განახორციელა. მეორე ფაზაში გამარჯვებული კლუბები არიან: I ადგილი – საჩხერის სამოქალაქო განათლების კლუბი „Dream Team“ II ადგილი – ქუთაისის სამოქალაქო განათლების კლუბი „Horizonti“ III ადგილი – ბაღდათის სამოქალაქო განათლების კლუბი „Gen Z ცვლილებებისთვის“ პროგრამის მიზანია გააძლიეროს მოსწავლეთა შესაძლებლობები სამოქალაქო განათლების მიმართულებით – პროექტებისა და აქტივობების ორგანიზებისა და განხორციელების გზით. გეიმიფიცირებულ პროგრამაში მონაწილეობდა იმერეთის რეგიონის ყველა (12-ვე) მუნიციპალიტეტში შექმნილი სამოქალაქო განათლების კლუბები. თითოეულ კლუბში იყო 15 მოსწავლე, ასაკით 14-დან 17 წლამდე. პროგრამის ფარგლებში კლუბებმა ჯამში განახორციელეს 242 ინიციატივა, რაც მოიცავდა 960-მდე სხვადასხვა აქტივობას! მონაწილეები მუშაობდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა; მოსწავლეთა და ადამიანთა უფლებები; ჯანსაღი ცხოვრება; თანასწორობა, მედიაწიგნიერება, დემოკრატია და სხვა… პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა 4 თვეს. ინიციატივა განხორციელდა სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგის” ორგანიზებით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 14, 2025 Uncategorized 201 views

Training Program “Inner Voice”: May 2–9, Waterford, Ireland

RICDOG-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში, რომელიც 2-9 მაისს ირლანდიის ქალაქ ვოტერფორდში გაიმართა. პროექტი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ორგანიზატორები იყვნენ Waterford & South Tipperary Community Youth Service და Leargas. პროგრამის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდულ მუშაკებში ისეთი უნარების გაძლიერება, რომლებიც დაეხმარებათ ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესში შინაგანი სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს შინაგანი და გარე ხმის მნიშვნელობა, კომუნიკაციის ახალი მეთოდები და თვითრეფლექსიის ტექნიკები, რაც მათ დაეხმარება როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობა, მათ შორის: • სუნთქვითი ვარჯიშები • იოგა • რეფლექსიური პრაქტიკები • ხმასთან მუშაობის ტექნიკები ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მონაწილეების თვითშეფასების, ემოციური სტაბილურობისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში — როგორც პირისპირ ურთიერთობებში, ასევე ციფრულ სივრცეში მუშაობისას.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 13, 2025 პროგრამა 210 views

Training Program “Mind Matters”: March 20–28, Riga, Latvia

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი ,,თაობათა დიალოგის”–ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში “Mind Matters”, რომელიც 20–28 მარტს ლატვიაში, ქალაქ რიგაში გაიმართა. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაწილეებმა ტყეში აშენებულ ვილაში, 4 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად იცხოვრეს: პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ლატვიიდან და თურქეთიდან. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდების დაახლოვება, კულტურათაშორისი დიალოგი და პრაქტიკების გაცვლა იყო. არაფორმალური სწავლების ძირითად მეთოდად გამოყენებული იყო იოგა, ფიზიკური სავარჯიშოები და ენერჯაიზერები, ისევე როგორც სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია და პრაქტიკული ვორქშოპები. პროგრამა დატვირთული იყო როგორც შიდა, ასევე გარე სათავგადასავლო აქტივობებით, რომლებიც ფოკუსირებული იყო საკუთარი უნარ-ჩვევების სწორად და პროდუქტიულად გამოყენებაზე, მომავალ მიზნებზე და შესაძლებლობებზე. ინდივიდუალური და გუნდური სავარჯიშოები დაეხმარა მონაწილეებს დაელაგებინათ საკუთარი პრიორიტეტები, დაეგეგმათ გაზომვადი მიზნები და გამოეხატათ საკუთარი თავი. აღსანიშნავია, რომ RICDOG-ის წარმომადგენლებმა თავად ჩაუტარეს აქტივობები სხვა მონაწილეებს და გამართეს რეფლექსიები. მონაწილეთა თქმით, პროგრამამ შექმნა სივრცე განსხვავებული კულტურისა და აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის, ხელი შეუწყო მათ დაახლოებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, მენტალურ ჯანმრთელობასა და მომავალი მიზნების დასახვას.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 13, 2025 პროექტი 321 views

ევროპის დღე – ქუთაისელი ახალგაზრდები ექსპოჯორჯიაში ჩატარებულ ღონისძიებას შეურთდნენ

9 მაისს, ევროპის დღეს ქუთაისელი ახალგაზრდებიც შეურთდნენ ექსპოჯორჯიაში ჩატარებულ ღონისძიებას! ინიციატივა ეკუთვნის ახალგაზრდა ლიდერებს, პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში. ახალგაზრდები ჩაერთვნენ სხვადასხვა სახის აქტივობებში, როგორიც არის აუდიო-ვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“, თემატური დისკუსიები და საგანმანათლებლო აქტივობები, ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროგრამების გამოფენა. ინფორმაციისთვის: ახალგაზრდა ლიდერები შეირჩნენ პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 3, 2025 პროექტი 468 views

2 მაისს, ქუთაისქალაქობას, ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივით პირველი აქტივობა გაიმართა

სტიკერები, ფლაერები, ფოტო-ჩარჩო და უამრავი ღიმილი — ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა მოქალაქეებმა ფოტოები გადაიღეს სპეციალურად დამზადებულ ჩარჩოში, ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მიერ ქუთაისში განხორციელებული პროექტების შესახებ და თან გაიყოლეს სიმბოლური სტიკერები და ფლაერები ჩვენ გვჯერა, რომ ქუთაისი ნამდვილად ევროპული ქალაქია — და სწორედ ამ გზაზე მოძრაობა უნდა გაგრძელდეს თანასწორობის, განვითარებისა და თავისუფლების სახელით. იპოვე შენი თავი ფოტოებში – ბმული პირველ კომენტარში ინფორმაციისთვის: ახალგაზრდა ლიდერები პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში იქნა შერჩეული. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 30, 2025 Uncategorized 363 views

ახალგაზრდა ლიდერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, იმერეთში შერჩეულ ახალგაზრდა ლიდერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იმერეთის რეგიონული ჰაბის — სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ოფისში გამართულ შეხვედრაზე: • მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ; • ახალგაზრდებმა ორი დღის განმავლობაში იმუშავეს იმერეთის რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე და შეიმუშავეს შესაბამისი ინიციატივები; • ლიდერებმა შეიმუშავეს თავიანთი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართულია ადგილობრივი გამოწვევების გადაჭრაზე. ცოტა მეტი პროექტის შესახებ: პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 29, 2025 Uncategorized 389 views

ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ქუთაისში

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია 6-12 წლის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია მონაწილეთა შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება და ინგლისური ენის სწავლება სახალისო და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. პროგრამა ხორციელდება ქუთაისში, ახლადშექმნილ სოციალური საწარმოს სივრცეში და დაფინანსებულია ორბელიანი მეტის პლატფორმაზე სახალხო დაფინანსებით (ქრაუთფანდინგით) მოპოვებული რესურსებით. უფასოდ პროგრამა 3 ჯგუფისთვის განხორციელდება, რომელთაგან უკვე 2 ჯგუფისთვის პროგრამა დაწყებულია, ხოლო მესამე ჯგუფის დაკომპლექტებაზე საორგანიზაციო ჯგუფი ამ ეტაპზე მუშაობს. მიღწეული შედეგები პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა მონაწილეთა შერჩევისა და სასწავლო პროცესის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასაკობრივ ჯგუფებზე სწორად მუშაობას: მონაწილეები დაიყვნენ ორ კატეგორიად — 6-8 წლის და 9-12 წლის ბავშვები. ასაკობრივი დაყოფის შემდეგ ჩატარდა ინგლისური ენის ცოდნის დონის დიაგნოსტიკა, რომლის საფუძველზე მოხდა ბავშვების საბოლოო გადანაწილება შესაბამის ჯგუფებში. პროგრამაში ჩართული იყო 18 ბავშვი, მათგან 11 გოგო და 7 ბიჭი, 9 სხვადასხვა ოჯახიდან. ჯგუფების სრულფასოვნად დაკომპლექტების შემდეგ დაგეგმილ იქნა 6 გაკვეთილის ჩატარება თითოეული ჯგუფისთვის. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობს […]

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 29, 2025 Uncategorized 401 views

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს ხალხის დახმარების თავისუფლებას

ტელეკომპანია „მეგა TV“-მა მოამზადა სიუჟეტი და გადაცემა ბოლო პერიოდში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც, გრანტების გაცემისას წინასწარი ნებართვის აღებას გულისხმობს. ცლილებები რომელიც 16 აპრილს იქნა მიღებული, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ძირითად საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასა და განვითარებას. სიუჟეტში სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) გენერალური მდივანი ირაკლი თევზაძე მკაცრად აფასებს ცვლილებებს. მისი თქმით, ეს წარმოადგენს წნეხისა და კონტროლის მცდელობას, რომელიც დააზიანებს სტუდენტების, ახალგაზრდების, სპეციალური საჭიროებების პირების, ქალების, დევნილების და სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს და გაართულებს ქართული სამოქალაქო სექტორის მხრიდან ადამიანების მხარდაჭერას. ხოლო, ამავე თემაზე მომზადებულ გადაცემაში ნუგზარ კოხრეიძემ, MEGA tv-ის პირდაპირ ეთერში, აღნიშნა რომ ეს ცვლილება არის დონორის გადაწყვტილებისა და საქმიანობის თავისუფლებაში ჩარევა და მისი შეზღუდვა. გადაცემაში მან ასევე ისაუბრა, რომ არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც მსგავსი კანონის მიღების შემდეგ დონორებმა დატოვეს ქვეყანა და შეაჩერეს საქმიანობა. როგორც გადაცემაში და სიუჟეტშია ნათქვამი, ეს და სხვა, სამოქალაქო სექტორის წინააღდეგ მიმართული ნაბიჯები ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესს. ცნობისთვის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები, მიზნად ისახავს საქართველოს […]

მეტის წაკითხვა
ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.