მეტის წაკითხვა
აპრილი 4, 2025 პროგრამა 265 views

შესაძლებლობა – საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებისთვის

გინდა გქონდეს შანსი რომ 5 დღიან ბანაკში მონაწილობა მიიღო? გაინტერესებს, რა არის ევროკავშირი, როგორია მისი და საქართველოს ურთიერთობის ისტორია? მაშინ ეს შეხვედრა შენთვისაა!  სასურველი თარიღი და დრო მინიშნე სააპლიკაციო ფორმაში შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი– ადგილმდებარეობა: ქუთაისი; კუპრაძის მე – 14 შესახვევი N12– შეხვედრაში, კონკურსში და ბანაკში მონაწილეობა უფასოა!  რას შეიტყობ შეხვედრაზე? რა არის ევროკავშირი და როგორია მისი განვითარების ისტორია? როგორია ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა? რა გვაკავშირებს ევროკავშირთან? რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?შეხვედრის შემდეგ გექნება შესაძლებლობა ჩაერთო კონკურსში  – გამარჯვებულები კი 5 დღიან ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას!   შეხვედრის მიზანი: ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება/ვის შეუძლია შეხვედრაში მონაწილეობა?14 დან 18 წლამდე ახალგაზრდებს.  არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა!  რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. https://forms.gle/U329vnw5u3mQsuqg9

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მარტი 26, 2025 Uncategorized 297 views

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲐ ᲚᲘᲓᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲦᲘᲐ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ

ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ცხადდება ღია კონკურსი საქართველოს 10 რეგიონში ახალგაზრდა ლიდერების შერჩევის მიზნით. აღნიშნული ინიციატივის მიზანია საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაში მონაწილეობა. შერჩეული ახალგაზრდები ათთვიანი ანაზღაურებადი პროგრამის ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლებენ რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, წარმართავენ ახალგაზრდულ ინიციატივებს (საჯარო შეხვედრებს, დისკუსიებს, სათემო ღონისძიებებს და სხვ.) და მოამზადებენ რეკომენდაციებს ახალგაზრდული საკითხების ირგვლივ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის პირობები ბმულზე: ახალგაზრდები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:  აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 4 აპრილი, 18:00 საათი.  RICDOG წარმოადგენს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჰაბი ორგანიზაციას.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მარტი 8, 2025 Uncategorized 364 views

საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ RICDOG-ში

RICDOG-ში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც ევროკავშირის, მისი სტრუქტურებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიას მიეძღვნა. შეხვედრას RICDOG-ის გენერალური მდივანი, ირაკლი თევზაძე უძღვებოდა. მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის როლსა და მნიშვნელობაზე, მის ისტორიულ განვითარებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც სხვადასხვა ფორმატით ევროკავშირი ქმნის. დისკუსიისას ახალგაზრდებმა თავიანთი შეხედულებები, წარმოდგენები და მოსაზრებები გააზიარეს, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ, უკეთ გააცნობიერონ ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები. ეს შეხვედრა RICDOG მოხალისეთა პროგრამის მონაწილეებისთვის გაიმართა და მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაღრმავება და კრიტიკული აზროვნების განვითარება. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს სივრცეს ახალი ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად, რაც მათ მოხალისეობრივი საქმიანობის გზით საზოგადოების განვითარების პროცესში ჩართვის საშუალებას აძლევს.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მარტი 1, 2025 Uncategorized 336 views

იმერეთში დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად – RICDOG

დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) უკვე მესამე დღეა აქტიურად ახორციელებს შემოწირულობების შეგროვებას. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც ბიზნეს სექტორთან, ასევე ინდივიდუალურ დონორებთან, რათა მოზიდული რესურსები იმერეთში დაზარალებული მოსახლეობისა და ადგილზე მოქმედი მოხალისეთა ჯგუფების მხარდასაჭერად გამოიყენოს. თუ გსურთ, თქვენც დაგვეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ დაზარალებულ მოსახლეობას და მოხალისეებს, შეგიძლიათ განახორციელოთ შემოწირულობა შემდეგ ანგარიშზე: ანგარიშის ნომერი: GE50BG0000000607050548GEL მომსახურე ბანკი: საქართველოს ბანკი მიმღები: სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ დანიშნულება: შემოწირულობა გთხოვთ, აუცილებლად მიუთითეთ დანიშნულებაში – „შემოწირულობა“, რათა თქვენი დახმარება დაზარალებულთა მხარდამჭერ კამპანიას მოხმარდეს. ერთად შევძლებთ იმერეთში დაზარალებულთა მხარდაჭერას!

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
თებერვალი 22, 2025 Uncategorized 385 views

RICDOG მოხალისეთა კლუბი დაიწყო

გასაუბრების შედეგად შერჩეულმა ახალგაზრდებმა პირველ შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს გაცნობით აქტივობებში, ისაუბრეს თავიანთ მოლოდინებსა და იმ კონტრიბუციაზე, რომელიც კლუბის საქმიანობაში შეიტანენ. ასევე, მათ გაიცნეს ორგანიზაციის ისტორია, სტრუქტურა და ძირითადი მიმართულებები. პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 40-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა. შერჩეული მონაწილეები სამი თვის განმავლობაში მიიღებენ სხვადასხვა სახის გამოცდილებას, რომელიც დაკავშირებულია აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებასთან. პროგრამის მიზანი:• მოხალისეობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში• აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობა• ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნა პროგრამაში მონაწილეობას 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები იღებენ. პროგრამას ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG).

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
თებერვალი 21, 2025 პროგრამა 344 views

“სიკეთის ეპიდემია” – დღე როდესაც RICDOG მადლობას უხდის “ის მაინც არსებობს” შემომწირველ კომპანიებს

ტელე-რადიო კომპანია “რიონი”-ს გადაცემაში “ჩვენი დღე” RICDOG-ის წარმომადგენლები დიანა აბულაძე (RICDOG-ის გენერალური მდივანი) და ქრისტინე ჩიხლაძე (გენერალური მდივნის მოადგილე 2023-2024 წლებში, RICDOG გამგეობის წევრი) 17 თებერვალზე – სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღეზე საუბრობენ. გადაცემის ჩანაწერი:

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
თებერვალი 20, 2025 Uncategorized 371 views

რა როლი აქვთ ახალგაზრდებს? – RICDOG-ის ახალი ლიდერობის პროგრამა

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ახორციელებს, ახალ ინოვაციურ ლიდერობის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული უნარების განვითარებას. ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ გადაცემაში „ჩვენი დღე“ RICDOG-ის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი თევზაძემ, საზოგადოებას გააცნო ახალი პროგრამის კონცეფცია და მიდგომები. პროგრამის სახელწოდება: „ლიდერთა ეპოქა“ მიდგომა: პროგრამა ეფუძნება ინოვაციურ მეთოდებს, მათ შორის გეიმიფიცირებასა და ახალგაზრდული საქმიანობის მოდელს, რაც მონაწილეებს დაეხმარება ლიდერობის, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ინიციატივების მართვის უნარების განვითარებაში. „ლიდერთა ეპოქა“ არის შესაძლებლობა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მზად არიან გახდნენ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა და აქტიური მოქალაქეები. RICDOG აგრძელებს ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერებას და ინოვაციური პროგრამების განვითარებას, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ კარიერულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში რეალური ცვლილებების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
თებერვალი 10, 2025 Uncategorized 396 views

RICDOG მოხალისეთა კლუბში მიღება დაიწყო!

თუ გაქვს სურვილი გახდე აქტიური მოქალაქე, გამოიმუშავო საკვანძო კომპეტენციები და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება, არ გამოტოვო ეს შანსი! მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-29 წლის ახალგაზრდებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის იდეის პოპულარიზებას. მოხალისეთა კლუბი გაძლევს შესაძლებლობას: შეიძინო მოხალისეობრივი გამოცდილება; გაიცნო ახალი და საინტერესო ადამიანები; განივითარო სხვადასხვა უნარი და კომპეტენცია; ჩაერთო სამოქალაქო ცხოვრებაში და გახდე აქტიური მოქალაქე; დაგეგმო და განახორციელო სხვადასხვა სახის აქტივობა და ღონისძიება. პროგრამის ხანგრძლივობა – 3 თვე. მოხალისეთა კლუბის შეხვედრები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 16:00 საათზე. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2025 წლის 13 თებერვალი, 18:00 საათი! გამოიყენე ეს შანსი და გახდი RICDOG მოხალისეთა კლუბის წევრი! კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: +995 555 40 10 86 ricdog@live.com  მისამართი: ვ. კუპრაძის მე-14 შესახვევი N 12.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
იანვარი 12, 2025 Uncategorized 982 views

ის მაინც არსებობს! – 2024 წელი

ის მაინც არსებობს საქველმოქმედო აქცია-ღონისძიებაა, რომელსაც RICDOG-ი 14 წელია, უწყვეტად წინასაახალწლოდ ახორიელებს. საქველმოქმედო აქციის მიზანია: სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომა. ამ წლების განმავლობაში “ის მაინც არსებობს” გახდა დიდი ტრადიცია და შეიძინა სლოგანიც – ჩემი, შენი და მთელი ქალაქის საახალწლო ტრადიციაა! 2024 წელს, ახალი წელს 30 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს დავეხმარეთ და 120-ზე მეტ ბავშვს საახალწლო სურვილები შევუსრულეთ. ინდივიდების შემოწირულობასთან ერთად, ჩვენმა გუნდმა არაერთი კომპანიისგან, მცირე თუ საშუალო ბიზნესისგან მივიღეთ მხარდაჭერა, მათ შორის არიან: შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერი-დეკემბერის პერიოდში, საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აქცია-ღონისძიების ერთ-ერთი კომპონენტი – ღონისძიება, არ განეხორციელებია (იხილეთ განცხადება). მეტი ინფორმაციისთვის აქცია-ღონისძიების შესახებ დააჭირეთ აქ:

მეტის წაკითხვა
ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.