
RICDOG-ის მოხალისეებმა ახალი, სახალხო დაფინანსების კამპანია, “დაიწყე ცვლილება შენით!” წამოიწყო!
ორბელიანი მეტის პლატფორმის მეშვეობით, RICDOG-ის მოხალისეების და გუნდის წევრების ახალი ინიციატივა “აჩუქე განათლების შესაძლებლობა ქუთაისელ ბავშვებს!” მხარდაჭერებს ეძებს. სახალხო დაფინანსებით სამიზნე თანხის შეგროვების შემთხვევაში იდეა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით დამატებით რესურსებს მიიღებს.
კამპანიის შინაარსი
მოხალისე ახალგაზრდების ინიციატივით და RICDOG-ის გუნდთან თანამშრომლობით, ქუთაისში იგეგმება ინოვაციური პროგრამის შექმნა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. პროგრამა დაფუძნებულია „ART is Fun +“ მეთოდებზე და მიზნად ისახავს 60 ბავშვის კრეატიული, აკადემიური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.პროგრამა 6 კვირაზეა გათვლილი და მოიცავს ყოველკვირეულ შეხვედრებს ახლადშექმნილ სოციალურ საწარმოში ქუთაისში. აქ ბავშვებს ელით უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცე, სადაც მათთან ერთად იმუშავებენ ენერგიული და მოტივირებული მოხალისე ახალგაზრდული მუშაკები.პროგრამა:
- აძლიერებს ბავშვების საკვანძო უნარებს — კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებასა და თვითგამოხატვას;
- აუმჯობესებს ინგლისური ენის ცოდნასა და კომუნიკაციის უნარს;
- ზრდის მოტივაციას და ხელს უწყობს ბავშვების ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში.
მოხალისეები აქტიურად ჩაერთვებიან როგორც პროგრამის დაგეგმვაში, ისე ყოველკვირეულ შეხვედრებში, რაც შექმნის შთამაგონებელ გარემოს, სადაც ბავშვები სწავლობენ, იზრდებიან და მოტივაციას იღებენ.პროგრამის განხორციელებას თან ახლავს მნიშვნელოვანი დამატებითი სარგებელიც: გაუმჯობესდება სოციალური საწარმოს სივრცე, გაძლიერდება არსებული პროგრამა და მომავალში შესაძლებელი გახდება ნაკლები რესურსებით უფრო მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა. ეს ინიციატივა ქმნის მდგრად მოდელს, რომელიც წვლილს შეიტანს ადგილობრივი განათლებისა და სოციალური ჩართულობის განვითარებაში.ეს ყველაფერი კონკრეტული საჭიროების საპასუხოდ იბადება: ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები ვერ სარგებლობენ უწყვეტი განათლების შესაძლებლობებით. მათ აკლიათ წვდომა ისეთ მნიშვნელოვან რესურსებზე, როგორიცაა საგანმანათლებლო თამაშები, ენის კურსები და არაფორმალური სწავლის პროგრამები — სწორედ ის საშუალებები, რომლებიც აუცილებელია პიროვნული ზრდისა და მომავლის უკეთ დაგეგმვისთვის.გახდი ამ იდეის მხარდამჭერი და აჩუქე განათლების შესაძლებლობა ქუთაისელ ბავშვებს!თქვენი მხარდაჭერით, ამ ბავშვებს შეგვიძლია უკეთესი მომავალი ვაჩუქოთ.ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანის ჩართულობით, ეს იდეა რეალური გახდება.
გახდი ჩვენი იდეის მხარდამჭერი და აჩუქე განათლების შესაძლებლობა ქუთაისელ ბავშვებს!
დონაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
გაიგეთ მეტი იდეის შესახებ: