კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიება და მხარდამჭერების დაჯილდოება
19 თებერვალს გაიმართა ღონისძიება, რომელიც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) თემას დაეთმო და მიზნად ისახავდა ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობის წარმოჩენას. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ბიზნესის როლი საზოგადოებრივ განვითარებაში და ის, თუ როგორ შეიძლება პასუხისმგებლიანი პარტნიორობა გარდაიქმნას რეალურ სოციალურ ცვლილებად. ღონისძიების სპიკერებს შორის იყო RICDOG-ის გენერალური მდივანი – ირაკლი თევზაძე, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგი” საპატიო გენერალური მდივანი ლანა თოთაძე და RICDOG-ის გენერალური მდივნის მოადგილე – დიანა აბულაძე. მხარდამჭერების დაჯილდოება ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქველმოქმედო აქცია-ღონისძიების „ის მაინც არსებობს“ მხარდამჭერების დაჯილდოებას. RICDOG-მა მადლობის სიგელები გადასცა იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. 2025 წლის კამპანიაში ჩართული იყო დაახლოებით 40-მდე კომპანია და კერძო სექტორის წარმომადგენელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. მხარდამჭერი ორგანიზაციები კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: ბავშვთა გასართობი ცენტრები: ასევე: დასკვნა RICDOG-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა, რომელიც ქმნის რეალურ შესაძლებლობებს სოციალური მხარდაჭერისა და პოზიტიური […]