მეტის წაკითხვა
აპრილი 27, 2026 პროგრამა 309 views

RICDOG-ის „One Time Trainings“ – ამერიკელ მოხალისეებთან ერთად

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) აქტიურად აგრძელებს პროგრამას – „One Time Trainings“. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში იმ პრაქტიკული უნარების განვითარება, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე, კონკურენტუნარიან გარემოში თვითრეალიზებისთვის. პროგრამის ფარგლებში ტრენინგები მრავალფეროვან და აქტუალურ თემებს ფარავს: • კარიერული განვითარება: ეფექტური რეზიუმეს (CV) შედგენა და სტიპენდიის მოპოვების სტრატეგიები; • მედიაწიგნიერება: მასმედიის კრიტიკული ანალიზი და ინფორმაციის ფილტრაცია; • კომუნიკაცია და მშვიდობა: კონფლიქტების მართვა ლოკალურ და გლობალურ დონეზე; • კრეატიული ინდუსტრია: სთორითელინგი, პროდუქტის დიზაინი და ბრენდინგი. ორგანიზაცია ყოველთვიურად მასპინძლობს მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებს, რომლებიც საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და ცოდნას ინტერაქციულ ფორმატში უზიარებენ მონაწილეებს. თითოეული სესია თეორიული მასალისა და პრაქტიკული სავარჯიშოების სინთეზია, რაც ცოდნის მყისიერ ათვისებას უწყობს ხელს. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება კულტურული დიალოგია. ტრენინგების დროს ამერიკელი სტუმრები მონაწილეებს აშშ-ის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და დასავლურ სამუშაო ეთიკას აცნობენ, ქართველი ახალგაზრდები კი, თავის მხრივ, საკუთარ ხედვებსა და კულტურულ პერსპექტივებს აზიარებენ. შედეგები ციფრებში: ამ ეტაპისთვის უკვე ჩატარდა 9 ტრენინგი, რომელშიც 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. RICDOG გეგმავს „One Time Trainings“-ის […]

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 17, 2026 Uncategorized პროგრამა 478 views

RICDOG-ში „მოხალისეთა კლუბის“ პროგრამა გრძელდება

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ტრადიციულად ახორციელებს პროგრამას „მოხალისეთა კლუბი“, რომელიც მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანებას, მათი ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოხალისეობის პოპულარიზებას და ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერას. მიმდინარე ციკლი უკვე ერთ თვეზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოხალისეობის იდეის გაძლიერებას, მონაწილეთა კომპეტენციების განვითარებას და სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას. პროგრამაში ჩართულია დაახლოებით 25 ახალგაზრდა, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ იდეების განვითარებაზე და ახალ შესაძლებლობების შექმნაზე ახალგაზრდებისთვის. მათი აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა ქმნის საფუძველს ინიციატივების ეფექტიანად განხორციელებისა და ახალგაზრდული სივრცის გაძლიერებისთვის. „მოხალისეთა კლუბი“ წარმოადგენს RICDOG-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის კულტურის განვითარებას.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 27, 2025 პროგრამა პროექტი 617 views

„Civic Education Champions“ Camp

4 დღიანმა ბანაკებმა, რომელიც არაფორმალური განათლების პრინციპებზე იყო დაფუძნებული, ჯამში უმასპინძლა 48 ახალგაზრდას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ორ ნაკადად. ბანაკის თითოეული დღე სპეციალურად იყო დაგეგმილი — სამოქალაქო ჩართულობის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, ინიციატივების დაგეგმვისა და კომუნიკაციის თემების გარშემო, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მისაღებად. მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ახალგაზრდები სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბების საქმიანობაში იქნებიან ჩართულები და გეიმიფიცირების მიდგომით შექმნილ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას — თემში ცვლილებების წამოსაწყებად. პროექტის ფარგლებში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, რომელსაც ძირითადად სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბები განახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, რომელსაც ძირითადად სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბები განახორციელებენ. პროექტს ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG), ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში – მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 22, 2025 პროგრამა 871 views

დასრულდა პროგრამა „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების“ მეორე ფაზა!

გეიმიფიცირებული პროგრამა, RICDOG-მა თავდაპირველად USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში წამოიწყო, თუმცა პროგრამის შეჩერებისა და დახურვის შემდეგ, პროგრამის ეს კომპონენტი ორგანიზაციამ მოხალისეობრივად, საკუთარი რესურსებით განახორციელა. მეორე ფაზაში გამარჯვებული კლუბები არიან: I ადგილი – საჩხერის სამოქალაქო განათლების კლუბი „Dream Team“ II ადგილი – ქუთაისის სამოქალაქო განათლების კლუბი „Horizonti“ III ადგილი – ბაღდათის სამოქალაქო განათლების კლუბი „Gen Z ცვლილებებისთვის“ პროგრამის მიზანია გააძლიეროს მოსწავლეთა შესაძლებლობები სამოქალაქო განათლების მიმართულებით – პროექტებისა და აქტივობების ორგანიზებისა და განხორციელების გზით. გეიმიფიცირებულ პროგრამაში მონაწილეობდა იმერეთის რეგიონის ყველა (12-ვე) მუნიციპალიტეტში შექმნილი სამოქალაქო განათლების კლუბები. თითოეულ კლუბში იყო 15 მოსწავლე, ასაკით 14-დან 17 წლამდე. პროგრამის ფარგლებში კლუბებმა ჯამში განახორციელეს 242 ინიციატივა, რაც მოიცავდა 960-მდე სხვადასხვა აქტივობას! მონაწილეები მუშაობდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა; მოსწავლეთა და ადამიანთა უფლებები; ჯანსაღი ცხოვრება; თანასწორობა, მედიაწიგნიერება, დემოკრატია და სხვა… პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა 4 თვეს. ინიციატივა განხორციელდა სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგის” ორგანიზებით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 13, 2025 პროგრამა 399 views

Training Program “Mind Matters”: March 20–28, Riga, Latvia

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი ,,თაობათა დიალოგის”–ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში “Mind Matters”, რომელიც 20–28 მარტს ლატვიაში, ქალაქ რიგაში გაიმართა. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაწილეებმა ტყეში აშენებულ ვილაში, 4 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად იცხოვრეს: პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ლატვიიდან და თურქეთიდან. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდების დაახლოვება, კულტურათაშორისი დიალოგი და პრაქტიკების გაცვლა იყო. არაფორმალური სწავლების ძირითად მეთოდად გამოყენებული იყო იოგა, ფიზიკური სავარჯიშოები და ენერჯაიზერები, ისევე როგორც სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია და პრაქტიკული ვორქშოპები. პროგრამა დატვირთული იყო როგორც შიდა, ასევე გარე სათავგადასავლო აქტივობებით, რომლებიც ფოკუსირებული იყო საკუთარი უნარ-ჩვევების სწორად და პროდუქტიულად გამოყენებაზე, მომავალ მიზნებზე და შესაძლებლობებზე. ინდივიდუალური და გუნდური სავარჯიშოები დაეხმარა მონაწილეებს დაელაგებინათ საკუთარი პრიორიტეტები, დაეგეგმათ გაზომვადი მიზნები და გამოეხატათ საკუთარი თავი. აღსანიშნავია, რომ RICDOG-ის წარმომადგენლებმა თავად ჩაუტარეს აქტივობები სხვა მონაწილეებს და გამართეს რეფლექსიები. მონაწილეთა თქმით, პროგრამამ შექმნა სივრცე განსხვავებული კულტურისა და აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის, ხელი შეუწყო მათ დაახლოებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, მენტალურ ჯანმრთელობასა და მომავალი მიზნების დასახვას.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 3, 2025 პროექტი 822 views

2 მაისს, ქუთაისქალაქობას, ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივით პირველი აქტივობა გაიმართა

სტიკერები, ფლაერები, ფოტო-ჩარჩო და უამრავი ღიმილი — ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა მოქალაქეებმა ფოტოები გადაიღეს სპეციალურად დამზადებულ ჩარჩოში, ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მიერ ქუთაისში განხორციელებული პროექტების შესახებ და თან გაიყოლეს სიმბოლური სტიკერები და ფლაერები ჩვენ გვჯერა, რომ ქუთაისი ნამდვილად ევროპული ქალაქია — და სწორედ ამ გზაზე მოძრაობა უნდა გაგრძელდეს თანასწორობის, განვითარებისა და თავისუფლების სახელით. იპოვე შენი თავი ფოტოებში – ბმული პირველ კომენტარში ინფორმაციისთვის: ახალგაზრდა ლიდერები პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში იქნა შერჩეული. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 4, 2025 პროგრამა 997 views

შესაძლებლობა – საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებისთვის

გინდა გქონდეს შანსი რომ 5 დღიან ბანაკში მონაწილობა მიიღო? გაინტერესებს, რა არის ევროკავშირი, როგორია მისი და საქართველოს ურთიერთობის ისტორია? მაშინ ეს შეხვედრა შენთვისაა!  სასურველი თარიღი და დრო მინიშნე სააპლიკაციო ფორმაში შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი– ადგილმდებარეობა: ქუთაისი; კუპრაძის მე – 14 შესახვევი N12– შეხვედრაში, კონკურსში და ბანაკში მონაწილეობა უფასოა!  რას შეიტყობ შეხვედრაზე? რა არის ევროკავშირი და როგორია მისი განვითარების ისტორია? როგორია ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა? რა გვაკავშირებს ევროკავშირთან? რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?შეხვედრის შემდეგ გექნება შესაძლებლობა ჩაერთო კონკურსში  – გამარჯვებულები კი 5 დღიან ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას!   შეხვედრის მიზანი: ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება/ვის შეუძლია შეხვედრაში მონაწილეობა?14 დან 18 წლამდე ახალგაზრდებს.  არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა!  რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. https://forms.gle/U329vnw5u3mQsuqg9

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მარტი 26, 2025 Uncategorized 643 views

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲐ ᲚᲘᲓᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲦᲘᲐ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ

ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ცხადდება ღია კონკურსი საქართველოს 10 რეგიონში ახალგაზრდა ლიდერების შერჩევის მიზნით. აღნიშნული ინიციატივის მიზანია საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაში მონაწილეობა. შერჩეული ახალგაზრდები ათთვიანი ანაზღაურებადი პროგრამის ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლებენ რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, წარმართავენ ახალგაზრდულ ინიციატივებს (საჯარო შეხვედრებს, დისკუსიებს, სათემო ღონისძიებებს და სხვ.) და მოამზადებენ რეკომენდაციებს ახალგაზრდული საკითხების ირგვლივ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის პირობები ბმულზე: ახალგაზრდები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:  აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 4 აპრილი, 18:00 საათი.  RICDOG წარმოადგენს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჰაბი ორგანიზაციას.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
თებერვალი 20, 2025 Uncategorized 873 views

რა როლი აქვთ ახალგაზრდებს? – RICDOG-ის ახალი ლიდერობის პროგრამა

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ახორციელებს, ახალ ინოვაციურ ლიდერობის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ლიდერული უნარების განვითარებას. ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ გადაცემაში „ჩვენი დღე“ RICDOG-ის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი თევზაძემ, საზოგადოებას გააცნო ახალი პროგრამის კონცეფცია და მიდგომები. პროგრამის სახელწოდება: „ლიდერთა ეპოქა“ მიდგომა: პროგრამა ეფუძნება ინოვაციურ მეთოდებს, მათ შორის გეიმიფიცირებასა და ახალგაზრდული საქმიანობის მოდელს, რაც მონაწილეებს დაეხმარება ლიდერობის, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ინიციატივების მართვის უნარების განვითარებაში. „ლიდერთა ეპოქა“ არის შესაძლებლობა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მზად არიან გახდნენ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა და აქტიური მოქალაქეები. RICDOG აგრძელებს ახალგაზრდული შესაძლებლობების გაძლიერებას და ინოვაციური პროგრამების განვითარებას, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ კარიერულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში რეალური ცვლილებების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

მეტის წაკითხვა
ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.