RICDOG-ში „მოხალისეთა კლუბის“ პროგრამა გრძელდება
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ტრადიციულად ახორციელებს პროგრამას „მოხალისეთა კლუბი“, რომელიც მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანებას, მათი ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოხალისეობის პოპულარიზებას და ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერას. მიმდინარე ციკლი უკვე ერთ თვეზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოხალისეობის იდეის გაძლიერებას, მონაწილეთა კომპეტენციების განვითარებას და სხვადასხვა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას. პროგრამაში ჩართულია დაახლოებით 25 ახალგაზრდა, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ იდეების განვითარებაზე და ახალ შესაძლებლობების შექმნაზე ახალგაზრდებისთვის. მათი აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა ქმნის საფუძველს ინიციატივების ეფექტიანად განხორციელებისა და ახალგაზრდული სივრცის გაძლიერებისთვის. „მოხალისეთა კლუბი“ წარმოადგენს RICDOG-ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობის, მოხალისეობის, პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის კულტურის განვითარებას.