მეტის წაკითხვა
ივნისი 14, 2025 პროგრამა 156 views

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვების პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებაზე მუშაობა ადრეულ ასაკში?

ბავშვობაში განვითარებული კომუნიკაციის, ემოციური ინტელექტისა და თანაგრძნობის უნარები მნიშვნელოვანი საფუძველია იმისა, რომ მომავალში ისინი ჩამოყალიბდნენ ძლიერი, წარმატებული და თავდაჯერებული პიროვნებები. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა გვანცა თოთაძემ, RICDOG-ის მეორე ვიცე-პრეზიდენტმა, გადაცემაში „ჩვენი დღე“, ტვ რიონის ეთერში. გადაცემაში გაეცნობით, როგორ ხორციელდება პროგრამები და სატრენინგო სესიები RICDOG-ის ტრენინგ ცენტრის მიმართულებით და რატომ მიგვაჩნია, რომ უნარებზე დაფუძნებული მიდგომა ბავშვთა განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 27, 2025 პროგრამა პროექტი 151 views

„Civic Education Champions“ Camp

4 დღიანმა ბანაკებმა, რომელიც არაფორმალური განათლების პრინციპებზე იყო დაფუძნებული, ჯამში უმასპინძლა 48 ახალგაზრდას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ორ ნაკადად. ბანაკის თითოეული დღე სპეციალურად იყო დაგეგმილი — სამოქალაქო ჩართულობის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის, ინიციატივების დაგეგმვისა და კომუნიკაციის თემების გარშემო, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მისაღებად. მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ახალგაზრდები სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბების საქმიანობაში იქნებიან ჩართულები და გეიმიფიცირების მიდგომით შექმნილ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას — თემში ცვლილებების წამოსაწყებად. პროექტის ფარგლებში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, რომელსაც ძირითადად სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბები განახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართება, რომელსაც ძირითადად სამოქალაქო განათლების მუნიციპალური კლუბები განახორციელებენ. პროექტს ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG), ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში – მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 22, 2025 პროგრამა 82 views

დასრულდა პროგრამა „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების“ მეორე ფაზა!

გეიმიფიცირებული პროგრამა, RICDOG-მა თავდაპირველად USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში წამოიწყო, თუმცა პროგრამის შეჩერებისა და დახურვის შემდეგ, პროგრამის ეს კომპონენტი ორგანიზაციამ მოხალისეობრივად, საკუთარი რესურსებით განახორციელა. მეორე ფაზაში გამარჯვებული კლუბები არიან: I ადგილი – საჩხერის სამოქალაქო განათლების კლუბი „Dream Team“ II ადგილი – ქუთაისის სამოქალაქო განათლების კლუბი „Horizonti“ III ადგილი – ბაღდათის სამოქალაქო განათლების კლუბი „Gen Z ცვლილებებისთვის“ პროგრამის მიზანია გააძლიეროს მოსწავლეთა შესაძლებლობები სამოქალაქო განათლების მიმართულებით – პროექტებისა და აქტივობების ორგანიზებისა და განხორციელების გზით. გეიმიფიცირებულ პროგრამაში მონაწილეობდა იმერეთის რეგიონის ყველა (12-ვე) მუნიციპალიტეტში შექმნილი სამოქალაქო განათლების კლუბები. თითოეულ კლუბში იყო 15 მოსწავლე, ასაკით 14-დან 17 წლამდე. პროგრამის ფარგლებში კლუბებმა ჯამში განახორციელეს 242 ინიციატივა, რაც მოიცავდა 960-მდე სხვადასხვა აქტივობას! მონაწილეები მუშაობდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა; მოსწავლეთა და ადამიანთა უფლებები; ჯანსაღი ცხოვრება; თანასწორობა, მედიაწიგნიერება, დემოკრატია და სხვა… პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა 4 თვეს. ინიციატივა განხორციელდა სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგის” ორგანიზებით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 13, 2025 პროგრამა 59 views

Training Program “Mind Matters”: March 20–28, Riga, Latvia

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი ,,თაობათა დიალოგის”–ის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში “Mind Matters”, რომელიც 20–28 მარტს ლატვიაში, ქალაქ რიგაში გაიმართა. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაწილეებმა ტყეში აშენებულ ვილაში, 4 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად იცხოვრეს: პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, ლატვიიდან და თურქეთიდან. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდების დაახლოვება, კულტურათაშორისი დიალოგი და პრაქტიკების გაცვლა იყო. არაფორმალური სწავლების ძირითად მეთოდად გამოყენებული იყო იოგა, ფიზიკური სავარჯიშოები და ენერჯაიზერები, ისევე როგორც სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია და პრაქტიკული ვორქშოპები. პროგრამა დატვირთული იყო როგორც შიდა, ასევე გარე სათავგადასავლო აქტივობებით, რომლებიც ფოკუსირებული იყო საკუთარი უნარ-ჩვევების სწორად და პროდუქტიულად გამოყენებაზე, მომავალ მიზნებზე და შესაძლებლობებზე. ინდივიდუალური და გუნდური სავარჯიშოები დაეხმარა მონაწილეებს დაელაგებინათ საკუთარი პრიორიტეტები, დაეგეგმათ გაზომვადი მიზნები და გამოეხატათ საკუთარი თავი. აღსანიშნავია, რომ RICDOG-ის წარმომადგენლებმა თავად ჩაუტარეს აქტივობები სხვა მონაწილეებს და გამართეს რეფლექსიები. მონაწილეთა თქმით, პროგრამამ შექმნა სივრცე განსხვავებული კულტურისა და აზროვნების მქონე ახალგაზრდებისთვის, ხელი შეუწყო მათ დაახლოებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, მენტალურ ჯანმრთელობასა და მომავალი მიზნების დასახვას.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 13, 2025 პროექტი 116 views

ევროპის დღე – ქუთაისელი ახალგაზრდები ექსპოჯორჯიაში ჩატარებულ ღონისძიებას შეურთდნენ

9 მაისს, ევროპის დღეს ქუთაისელი ახალგაზრდებიც შეურთდნენ ექსპოჯორჯიაში ჩატარებულ ღონისძიებას! ინიციატივა ეკუთვნის ახალგაზრდა ლიდერებს, პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში. ახალგაზრდები ჩაერთვნენ სხვადასხვა სახის აქტივობებში, როგორიც არის აუდიო-ვიზუალური გამოფენა „ეს ქვეყანა შენია“, თემატური დისკუსიები და საგანმანათლებლო აქტივობები, ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროგრამების გამოფენა. ინფორმაციისთვის: ახალგაზრდა ლიდერები შეირჩნენ პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 3, 2025 პროექტი 226 views

2 მაისს, ქუთაისქალაქობას, ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივით პირველი აქტივობა გაიმართა

სტიკერები, ფლაერები, ფოტო-ჩარჩო და უამრავი ღიმილი — ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა მოქალაქეებმა ფოტოები გადაიღეს სპეციალურად დამზადებულ ჩარჩოში, ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის მიერ ქუთაისში განხორციელებული პროექტების შესახებ და თან გაიყოლეს სიმბოლური სტიკერები და ფლაერები ჩვენ გვჯერა, რომ ქუთაისი ნამდვილად ევროპული ქალაქია — და სწორედ ამ გზაზე მოძრაობა უნდა გაგრძელდეს თანასწორობის, განვითარებისა და თავისუფლების სახელით. იპოვე შენი თავი ფოტოებში – ბმული პირველ კომენტარში ინფორმაციისთვის: ახალგაზრდა ლიდერები პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში იქნა შერჩეული. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 21, 2025 Uncategorized 186 views

გეიმიფიცირების მიდგომის და ტექნილოგიების გამოყენების მნიშვნელობა

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი ნუგზარ კოხრეიძე სტუმრად იმყოფებოდა ტელეკომპანია „რიონის“ გადაცემაში „ჩემი დღე“. გადაცემის მთავარ თემას წარმოადგენდა გეიმიფიცირება, როგორც ერთ-ერთი ინოვაციური და ეფექტური მიდგომა როგორც საგანმანათლებლო, ისე სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში. ნუგზარ კოხრეიძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გეიმიფიცირების მეთოდების გამოყენება პროგრამებსა და პროექტებში, ახალგაზრდების ჩართულობის გასაძლიერებლად, უნარების განვითარების ხელშესაწყობად და რუტინული პროცესების უფრო ეფექტიანად გადმოსაცემად. გარდა ამისა, გადაცემაში განხილული იყო ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ინსტურმენტების ინტეგრაციის მნიშვნელობა სამოქალაქო სექტორის ყოველდღიურ მუშაობაში — როგორც არაფორმალური განათლების პროცესებში, ისე საზოგადოების ინფორმირების მექანიზმებში. იხილეთ გადაცემა და გაიგეთ მეტი იმ ინოვაციური მიდგომების შესახებ, რომელსაც RICDOG საკუთარ საქმიანობაში იყენებს.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 5, 2025 Uncategorized 241 views

ნუგზარ კოხრეიძე გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ — მიგრაციის საკითხებზე

ნუგზარ კოხრეიძე RICDOG-ის თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი, მიწვეული იყო ტელეკომპანია „მეგა TV“-ის გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“, სადაც ისაუბრა მიგრაციის საკითხებზე. გადაცემის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი თემები: ნუგზარ კოხრეიძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებებს, რომლებიც საქართველოში მიგრაციის მიმართ კომპლექსურ და მრავალშრიან მიდგომას საჭიროებს — მათ შორის, ეკონომიკური პირობები, განათლების ხელმისაწვდომობა, შრომის ბაზრის შესაძლებლობები და დემოგრაფიული მახასიათებლები. მან ასევე წარმოადგინა ხედვები, თუ როგორ შეიძლება დამოუკიდებელი კვლევების, ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიქმნას მიგრაციისადმი უფრო მდგრადი და გრძელვადიანი მიდგომები. ინფორმაციისთვის: ნუგზარ კოხრეიძე არის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის უფლებების საკითხების მკვლევარი და აქტივისტი. ის ასევე არის CAN EECCA-ის (კლიმატის სამოქმედო ქსელი – აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია და ცენტრალური აზია) ბორდის წევრი, და მრავალი საერთაშორისო პლატფორმის მონაწილე. ნუგზარს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გლობალურ კლიმატურ მოლაპარაკებებში მონაწილეობასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. მას აქტიური წვლილი შეაქვს როგორც სსო-ების გაძლიერებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარებაში, ისე სოციალური სამართლიანობის მხარდაჭერაში, როგორც ადგილობრივ, […]

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 4, 2025 პროგრამა 291 views

სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროგრამა – ART is Fun+

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) იწყებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამას სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. პროგრამა “ART is Fun+” განხორციელდება ორბელიანი მეტის პლატფორმაზე – სახალხო დაფინანსებით (ქრაუთფანდინგით) მოზიდული თანხით. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვების და განსაკუთრებით, იმ ახალგაზრდების მხარდაჭერას, რომლებიც 2024 წელს RICDOG-ის საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში უკვე მოხვდნენ დახმარების მიმღებთა სიაში. პროგრამის ხანგრძლივობა: 6 კვირა მონაწილეები: 6-12 წლის ასაკის ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები: • შეისწავლიან ინგლისურ ენას კომუნიკაციურ დონეზე; • განივითარებენ კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებასა და კომუნიკაციის უნარებს; • ჩაერთვებიან შემოქმედებით აქტივობებსა და გუნდურ სამუშაოში; • იმუშავებენ ტრენერთან უსაფრთხო, მეგობრულ გარემოში. “ART is Fun” არის RICDOG-ის სოციალური მეწარმეობის ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება, რომელიც გაერთიანებულია როგორც საგანმანათლებლო მიზნებზე, ისე ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის პრინციპებზე. პროგრამის განხორციელება კიდევ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელიც სოციალური მხარდაჭერისა და ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობისკენ არის მიმართული. იხილეთ ტელე-კომპანია რიონის გადაცემა – “ჩვენი დღე”  გადაცემის სტუმარი:  ქრისტინე ჩიხლაძე – RICDOG-ის გამგეობის წევრი

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 4, 2025 პროგრამა 212 views

შესაძლებლობა – საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებისთვის

გინდა გქონდეს შანსი რომ 5 დღიან ბანაკში მონაწილობა მიიღო? გაინტერესებს, რა არის ევროკავშირი, როგორია მისი და საქართველოს ურთიერთობის ისტორია? მაშინ ეს შეხვედრა შენთვისაა!  სასურველი თარიღი და დრო მინიშნე სააპლიკაციო ფორმაში შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი– ადგილმდებარეობა: ქუთაისი; კუპრაძის მე – 14 შესახვევი N12– შეხვედრაში, კონკურსში და ბანაკში მონაწილეობა უფასოა!  რას შეიტყობ შეხვედრაზე? რა არის ევროკავშირი და როგორია მისი განვითარების ისტორია? როგორია ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა? რა გვაკავშირებს ევროკავშირთან? რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?შეხვედრის შემდეგ გექნება შესაძლებლობა ჩაერთო კონკურსში  – გამარჯვებულები კი 5 დღიან ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას!   შეხვედრის მიზანი: ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება/ვის შეუძლია შეხვედრაში მონაწილეობა?14 დან 18 წლამდე ახალგაზრდებს.  არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა!  რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. https://forms.gle/U329vnw5u3mQsuqg9

მეტის წაკითხვა
ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.