მაისი 22, 2025 Category: პროგრამა
72 views

დასრულდა პროგრამა „სამოქალაქო განათლების ჩემპიონების“ მეორე ფაზა!

გეიმიფიცირებული პროგრამა, RICDOG-მა თავდაპირველად USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში წამოიწყო, თუმცა პროგრამის შეჩერებისა და დახურვის შემდეგ, პროგრამის ეს კომპონენტი ორგანიზაციამ მოხალისეობრივად, საკუთარი რესურსებით განახორციელა.

მეორე ფაზაში გამარჯვებული კლუბები არიან:

I ადგილი – საჩხერის სამოქალაქო განათლების კლუბი „Dream Team“

II ადგილი – ქუთაისის სამოქალაქო განათლების კლუბი „Horizonti“

III ადგილი – ბაღდათის სამოქალაქო განათლების კლუბი „Gen Z ცვლილებებისთვის“

პროგრამის მიზანია გააძლიეროს მოსწავლეთა შესაძლებლობები სამოქალაქო განათლების მიმართულებით – პროექტებისა და აქტივობების ორგანიზებისა და განხორციელების გზით.

გეიმიფიცირებულ პროგრამაში მონაწილეობდა იმერეთის რეგიონის ყველა (12-ვე) მუნიციპალიტეტში შექმნილი სამოქალაქო განათლების კლუბები.

თითოეულ კლუბში იყო 15 მოსწავლე, ასაკით 14-დან 17 წლამდე.

პროგრამის ფარგლებში კლუბებმა ჯამში განახორციელეს 242 ინიციატივა, რაც მოიცავდა 960-მდე სხვადასხვა აქტივობას!

მონაწილეები მუშაობდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

გარემოს დაცვა;

მოსწავლეთა და ადამიანთა უფლებები;

ჯანსაღი ცხოვრება;

თანასწორობა, მედიაწიგნიერება, დემოკრატია და სხვა…

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა 4 თვეს.

ინიციატივა განხორციელდა სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგის” ორგანიზებით.

Leave A Review

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.