
იმერეთში დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად – RICDOG
დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) უკვე მესამე დღეა აქტიურად ახორციელებს შემოწირულობების შეგროვებას.
ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც ბიზნეს სექტორთან, ასევე ინდივიდუალურ დონორებთან, რათა მოზიდული რესურსები იმერეთში დაზარალებული მოსახლეობისა და ადგილზე მოქმედი მოხალისეთა ჯგუფების მხარდასაჭერად გამოიყენოს.
თუ გსურთ, თქვენც დაგვეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ დაზარალებულ მოსახლეობას და მოხალისეებს, შეგიძლიათ განახორციელოთ შემოწირულობა შემდეგ ანგარიშზე:
ანგარიშის ნომერი: GE50BG0000000607050548GEL
მომსახურე ბანკი: საქართველოს ბანკი
მიმღები: სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“
დანიშნულება: შემოწირულობა
გთხოვთ, აუცილებლად მიუთითეთ დანიშნულებაში – „შემოწირულობა“, რათა თქვენი დახმარება დაზარალებულთა მხარდამჭერ კამპანიას მოხმარდეს.
ერთად შევძლებთ იმერეთში დაზარალებულთა მხარდაჭერას!