
ის მაინც არსებობს! – 2024 წელი
ის მაინც არსებობს საქველმოქმედო აქცია-ღონისძიებაა, რომელსაც RICDOG-ი 14 წელია, უწყვეტად წინასაახალწლოდ ახორიელებს.
საქველმოქმედო აქციის მიზანია: სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომა.
ამ წლების განმავლობაში “ის მაინც არსებობს” გახდა დიდი ტრადიცია და შეიძინა სლოგანიც – ჩემი, შენი და მთელი ქალაქის საახალწლო ტრადიციაა!
2024 წელს, ახალი წელს 30 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს დავეხმარეთ და 120-ზე მეტ ბავშვს საახალწლო სურვილები შევუსრულეთ.
ინდივიდების შემოწირულობასთან ერთად, ჩვენმა გუნდმა არაერთი კომპანიისგან, მცირე თუ საშუალო ბიზნესისგან მივიღეთ მხარდაჭერა, მათ შორის არიან:
- კრისტალი
- ჰაკერი-ფშორი
- პარადისი
- გალა
- გემრიელი სახლი
- სპექტრი
- ქუთათური
- პალატი
- რერო
- კატოს კომპანია
- სახლში
- იმერკრედიტი
- დუბლი
- ექსტრა მითი – პროდუქცია
- პაპავერო – პროდუქცია
- სულაკაური – წიგნები ბავშვებისთვის
- ნატახტარი – პროდუქცია
- გურმანი – პროდუქცია
- კულინარი – პროდუქცია
- სთორი – პროდუქცია
- პიკნიკი – პროდუქცია
- ი.მ ნაზიკო კუხალაშვილი – პროდუქცია
- ქარვასლა – ყუთის განთავსების შესაძლებლობა
- ონიმა – პროდუქცია
- ინტრო – პროდუქცია
- ბულანჟერია ელლე – პროდუქცია
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერი-დეკემბერის პერიოდში, საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აქცია-ღონისძიების ერთ-ერთი კომპონენტი – ღონისძიება, არ განეხორციელებია (იხილეთ განცხადება).
მეტი ინფორმაციისთვის აქცია-ღონისძიების შესახებ დააჭირეთ აქ: