
ნუგზარ კოხრეიძე გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ — მიგრაციის საკითხებზე
ნუგზარ კოხრეიძე RICDOG-ის თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი, მიწვეული იყო ტელეკომპანია „მეგა TV“-ის გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“, სადაც ისაუბრა მიგრაციის საკითხებზე.
გადაცემის ფარგლებში განხილული იყო შემდეგი თემები:
- რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს მიგრაციას,
- როგორ შეიძლება მიგრაციის პროცესის მართვა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხრიდან,
- რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას საქართველო როგორც წარმოშობის, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყანა,
- და როგორ შეიძლება ეფექტური სტრატეგიებით და პოლიტიკებით მოხდეს ამ გამოწვევებზე პასუხი ან მათი პრევენცია.
ნუგზარ კოხრეიძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებებს, რომლებიც საქართველოში მიგრაციის მიმართ კომპლექსურ და მრავალშრიან მიდგომას საჭიროებს — მათ შორის, ეკონომიკური პირობები, განათლების ხელმისაწვდომობა, შრომის ბაზრის შესაძლებლობები და დემოგრაფიული მახასიათებლები.
მან ასევე წარმოადგინა ხედვები, თუ როგორ შეიძლება დამოუკიდებელი კვლევების, ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიქმნას მიგრაციისადმი უფრო მდგრადი და გრძელვადიანი მიდგომები.
ინფორმაციისთვის: ნუგზარ კოხრეიძე არის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის უფლებების საკითხების მკვლევარი და აქტივისტი. ის ასევე არის CAN EECCA-ის (კლიმატის სამოქმედო ქსელი – აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია და ცენტრალური აზია) ბორდის წევრი, და მრავალი საერთაშორისო პლატფორმის მონაწილე.
ნუგზარს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გლობალურ კლიმატურ მოლაპარაკებებში მონაწილეობასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. მას აქტიური წვლილი შეაქვს როგორც სსო-ების გაძლიერებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარებაში, ისე სოციალური სამართლიანობის მხარდაჭერაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს მიგრაციის, კლიმატის, გარემოს დაცვისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებს, და განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მუშაობა სარეფორმო პროცესებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.