
საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ RICDOG-ში
RICDOG-ში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც ევროკავშირის, მისი სტრუქტურებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიას მიეძღვნა.
შეხვედრას RICDOG-ის გენერალური მდივანი, ირაკლი თევზაძე უძღვებოდა. მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის როლსა და მნიშვნელობაზე, მის ისტორიულ განვითარებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც სხვადასხვა ფორმატით ევროკავშირი ქმნის. დისკუსიისას ახალგაზრდებმა თავიანთი შეხედულებები, წარმოდგენები და მოსაზრებები გააზიარეს, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ, უკეთ გააცნობიერონ ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები.
ეს შეხვედრა RICDOG მოხალისეთა პროგრამის მონაწილეებისთვის გაიმართა და მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაღრმავება და კრიტიკული აზროვნების განვითარება. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს სივრცეს ახალი ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად, რაც მათ მოხალისეობრივი საქმიანობის გზით საზოგადოების განვითარების პროცესში ჩართვის საშუალებას აძლევს.