აპრილი 29, 2025 Category: Uncategorized
104 views

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ზღუდავს ხალხის დახმარების თავისუფლებას

ტელეკომპანია „მეგა TV“-მა მოამზადა სიუჟეტი და გადაცემა ბოლო პერიოდში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც, გრანტების გაცემისას წინასწარი ნებართვის აღებას გულისხმობს. ცლილებები რომელიც 16 აპრილს იქნა მიღებული, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ძირითად საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასა და განვითარებას.

სიუჟეტში სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) გენერალური მდივანი ირაკლი თევზაძე მკაცრად აფასებს ცვლილებებს. მისი თქმით, ეს წარმოადგენს წნეხისა და კონტროლის მცდელობას, რომელიც დააზიანებს სტუდენტების, ახალგაზრდების, სპეციალური საჭიროებების პირების, ქალების, დევნილების და სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს და გაართულებს ქართული სამოქალაქო სექტორის მხრიდან ადამიანების მხარდაჭერას.

ხოლო, ამავე თემაზე მომზადებულ გადაცემაში ნუგზარ კოხრეიძემ, MEGA tv-ის პირდაპირ ეთერში, აღნიშნა რომ ეს ცვლილება არის დონორის გადაწყვტილებისა და საქმიანობის თავისუფლებაში ჩარევა და მისი შეზღუდვა. გადაცემაში მან ასევე ისაუბრა, რომ არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც მსგავსი კანონის მიღების შემდეგ დონორებმა დატოვეს ქვეყანა და შეაჩერეს საქმიანობა.

როგორც გადაცემაში და სიუჟეტშია ნათქვამი, ეს და სხვა, სამოქალაქო სექტორის წინააღდეგ მიმართული ნაბიჯები ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის პროცესს.

ცნობისთვის, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები, მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს მმართველ ძალას, ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან. ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართველ ხალხს აწვდიან სერვისებს და ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ…

იხილეთ გადაცემა სრულად:

იხილეთ ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტი:

Leave A Review

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.