აპრილი 5, 2025 Category: Uncategorized
69 views

ქუთაისში მოხალისეობრივი გამოცდილების საუკეთესო მაგალითი გვაქვს და ეს გვირილობაა – ირაკლი თევზაძე

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) გენერალური მდივანი ირაკლი თევზაძე ტელეკომპანია „მეგა TV“-ის გადაცემაში „შუადღე ქუთაისში“ სტუმრად იმყოფებოდა.

გადაცემაში მან ისაუბრა მოხალისეობის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოხალისეობრივი გამოცდილება იქცეს პიროვნული განვითარების, პროფესიის არჩევისა და კარიერული გზის დაგეგმვის საფუძვლად.

ირაკლიმ ასევე მაყურებელს საკუთარი მაგალითი გაუზიარა — თუ როგორ იქცა მოხალისეობრივი საქმიანობა მისთვის პროფესიულად მნიშვნელოვან გამოცდილებად და კარიერული გზის ნაწილად. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მოხალისეობა მხოლოდ ალტრუისტული ქმედება არ არის — ის შეიძლება იქცეს ახალგაზრდისთვის გზად, რომლის მეშვეობითაც ისინი აღმოაჩენენ საკუთარ ინტერესებს, უნარებს და შესაძლებლობებს.

ინფორმაციისთივის: ირაკლი თევზაძე არის სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) გენერალური მდივანი, ახალგაზრდული პოლიტიკის სპეციალისტი და ახალგაზრდული მუშაკი, ტრენერი და სოციალური მეწარმეობის განვითარების აქტიური მხარდამჭერი (სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი 2024). მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ახალგაზრდებთან მუშაობაში, არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიების განვითარებასა და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერაში. ირაკლი ასევე აქტიურად მონაწილეობს სოციალურ კამპანიებში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

Leave A Review

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.