აპრილი 30, 2025 Category: Uncategorized
87 views

ახალგაზრდა ლიდერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, იმერეთში შერჩეულ ახალგაზრდა ლიდერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

იმერეთის რეგიონული ჰაბის — სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ოფისში გამართულ შეხვედრაზე:

• მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ;

• ახალგაზრდებმა ორი დღის განმავლობაში იმუშავეს იმერეთის რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე და შეიმუშავეს შესაბამისი ინიციატივები;

• ლიდერებმა შეიმუშავეს თავიანთი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართულია ადგილობრივი გამოწვევების გადაჭრაზე.

ცოტა მეტი პროექტის შესახებ:

  • „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
  • პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფაზე.
  • პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

Leave A Review

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.