საქველმოქმედო კამპანია„ის მაინც არსებობს“
ის მაინც არსებობს – ჩემი, შენი და მთელი ქალაქის საახალწლო ტრადიციაა! აქცია-ღონისძიება „ის მაინც არსებობს“ იდეა წლების წინ ორგანიზაციის იმ დროინდელ წევრს ელისო გეგენავას ეკუთვნის, იგი დამოუკიდებლად ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი მშობელი ყავდათ. მას შემდეგ რაც ეს იდეა ელისომ ორგანიზაციაში გაავრცელა ორგანიზაციის წევრებმა სწრაფად აიტაცეს იგი და მას უფრო დიდი მასშტაბი შესძინეს. დროთა განმავლობაში კამპანია „ის მაინც არსებობს“ ირგვლივ მრავალი ტრადიცია ჩამოყალიბდა და ის საერთო ქალაქის საქველმოქმედო ტრადიციულ აქციათ, ტრადიციული მონაწილეებით იქცა. აქცია-კამპანიისთვის ნოემბრის თვეში იწყება მზადება, რომელშიც ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები და ელფები ერთვებიან იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი ოჯახის დახმარება შეძლონ. ორგანიზაციის მოხალისეები ამზადებენ ხელნაკეთ ნივთებს, აცხობენ მაფინებს, ამზადებენ ცხელ შოკოლადებს და ქალაქის ტერიტორიაზე მათი გაყიდვით იწყებენ თახნის შეგროვებას. ორგანიზაციის წევრები მუშაობენ სპონსორების მიმართულებით, ეძებენ კომპანიებს რომლებიც პროდუქტით ან თანხით დაუჭერენ მხარს აქცია- ღონისძიებას. საჩუქრების ყუთი ქუთაისის სავაჭრო ცენტრში „ქარვასლა“2021 წლიდან „ქარვასლის“ მესამე სართულზე ელფები ანთავსებენ „ის მაინც არსებობ“ საჩუქრების ყუთს, სადაც ნებისმიერ ადამიანს […]