RICDOG მოხალისეთა კლუბი დაიწყო
გასაუბრების შედეგად შერჩეულმა ახალგაზრდებმა პირველ შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს გაცნობით აქტივობებში, ისაუბრეს თავიანთ მოლოდინებსა და იმ კონტრიბუციაზე, რომელიც კლუბის საქმიანობაში შეიტანენ. ასევე, მათ გაიცნეს ორგანიზაციის ისტორია, სტრუქტურა და ძირითადი მიმართულებები.
პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 40-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა. შერჩეული მონაწილეები სამი თვის განმავლობაში მიიღებენ სხვადასხვა სახის გამოცდილებას, რომელიც დაკავშირებულია აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებასთან.
პროგრამის მიზანი:
• მოხალისეობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში
• აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობა
• ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნა
პროგრამაში მონაწილეობას 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები იღებენ.
პროგრამას ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” (RICDOG).
