მარტი 26, 2025 Category: Uncategorized
83 views

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲐ ᲚᲘᲓᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲦᲘᲐ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ

ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ცხადდება ღია კონკურსი საქართველოს 10 რეგიონში ახალგაზრდა ლიდერების შერჩევის მიზნით.

აღნიშნული ინიციატივის მიზანია საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაში მონაწილეობა. შერჩეული ახალგაზრდები ათთვიანი ანაზღაურებადი პროგრამის ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლებენ რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, წარმართავენ ახალგაზრდულ ინიციატივებს (საჯარო შეხვედრებს, დისკუსიებს, სათემო ღონისძიებებს და სხვ.) და მოამზადებენ რეკომენდაციებს ახალგაზრდული საკითხების ირგვლივ.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ კონკურსის პირობები ბმულზე:

ახალგაზრდები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • ასაკი: 16-29 წელი (განაცხადის წარდგენის მომენტში); 
  • რეგიონთან კავშირი: კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს შესაბამის რეგიონში; 
  • ინტერესები და მოტივაცია: კანდიდატმა უნდა აჩვენოს სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის მიმართ ინტერესი; 
  • გამოცდილება: უპირატესობად ჩაითვლება მოხალისეობისა თუ აქტივიზმის წინარე გამოცდილება.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 4 აპრილი, 18:00 საათი. 

RICDOG წარმოადგენს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჰაბი ორგანიზაციას.

Leave A Review

ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.