მეტის წაკითხვა
ოქტომბერი 29, 2025 Uncategorized 31 views

RICDOG-ის გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან

საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში ქუთაისში ვიზიტისას შეხვდნენ რამდენიმე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, მათ შორის – ISFED, GYLA… საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები და ელჩი შეხვდენენ სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) გენერალურ მდივანსაც – ირაკლი თევზაძეს. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების როლსა და გამოწვევებზე მსჯელობა. RICDOG მადლობას უხდის საფრანგეთის საელჩოს საქართველოს ახალგაზრდებთან, განათლებასთან და დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული თემებით ინტერესისა და მხარდაჭერისთვის.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
ოქტომბერი 29, 2025 Uncategorized 24 views

RICODG-ის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან

RICDOG-ის გუნდი მადლიერებას გამოხატავს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის, ბატონი პეტრ კუბერნატის , ჩვენს ოფისში სტუმრობისთვის და ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის. მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენი გუნდისთვის და დიდი მოტივაცია – განვაგრძოთ ახალგაზრდებთან, განათლებასთან და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტების განხორციელება.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
სექტემბერი 17, 2025 Uncategorized 256 views

50-მდე ქუთაისელი ახალგაზრდასთვის ევროკაშირის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის“ ფარგლებში, ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივით 50-მდე ქუთაისელი ახალგაზრდასთვის ევროკაშირის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი ესწრებოდა. RICDOG-ის ოფისში გამარტული საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები სპეციალურად დაგეგმილ 3 აქტივობაში ჩაერთვნენ: – „დისკუსია ნარატივებზე“ – სადისკუსიო ვორქშოფი; – “ევროპის გზა: – სამაგიდე თამაში ევროკავშირის შესახებ; – შემოქმედებითი ვორქშოპი – “გამოხატე შენი ევროპა“. ინფორმაციისთვის: იმერეთის რეგიონში შერჩეული ახალგაზრდა ლიდერები „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
სექტემბერი 17, 2025 Uncategorized 193 views

რა არის დემოკრატია?! – ახალგაზრდების თვალით დანახული “დემოკრატია”

15 სექტემბერი – დემოკრატიის საერთაშორისო დღეა! ჩვენ, ახალგაზრდა ლიდერთა ბანაკის მონაწილეებს ვკითხეთ – რა არის მათთვის დემოკრატია? შეგახსენებთ, ბანაკი პროექტის “იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის” ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონიდან ახალგაზრდები. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აგვისტო 14, 2025 Uncategorized 396 views

სამოქალაქო განათლების ჩემპიონების პროგრამა შემაჯამებელი კონფერენციით დასრულდა

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბმა „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) წარმატებით დაასრულა „Civic Education Champions“ პროგრამა, რომელიც ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში – მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. დასკვნითი კონფერენცია, რომელიც პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებად იქცა, გააერთიანა 120 მონაწილე, მათ შორის მშობლები, პედაგოგები, ახალგაზრდები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ბოლო ორი თვის განმავლობაში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამოქალაქო განათლების კლუბები აქტიურად მუშაობდნენ თავიანთ თემებში – გეგმავდნენ, ქმნიდნენ და ახორციელებდნენ ინიციატივებს, რომლებმაც 250-ზე მეტი ახალგაზრდა და 700-ზე მეტი აქტივობა გააერთიანა. პროგრამა დაფუძნებული იყო გეიმიფიცირებულ მიდგომაზე, რაც მონაწილეებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევდა. კონფერენციაზე გამოვლინდა გამარჯვებული კლუბები: გამარჯვებულ კლუბებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, რომელთა ნაწილი კერძო სექტორის მხარდაჭერით იქნა უზრუნველყოფილი. ორგანიზატორები მადლობას უხდიან საკანცელარიო მაღაზიას „Pencilled“, მარკეტინგულ სააგენტოს „Vento“ და კომპანიას „ხემსი“ მხარდაჭერისთვის. პროექტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გაძლიერება, თემში მათი ჩართულობა და ინიციატივების ხელშეწყობა, რაც ადგილობრივ საზოგადოებებში პოზიტიურ ცვლილებებს ქმნის.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
ივლისი 16, 2025 Uncategorized 356 views

ეს შედეგები შემთხვევითი არ არის!

დღეს, გავრცელებული კვლევის შედეგები, რომელიც UNICEF-ის დაკვეთით ჩატარდა და აღწერს 18-24 წლამდე ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და სოციალური მონაწილეობისთვის არსებული ვითარების სირთულეებს, ნათლად ასახავს იმ სისტემურ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ახალგაზრდული სფერო საქართველოში დგას. ეს შედეგები შემთხვევითი არ არის! კვლევა პირდაპირ მიგვანიშნებს იმ კრიზისზე, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო პერიოდში. ერთის მხრივ, ახალგაზრდული პოლიტიკის მონაწილეობრივი განვითარება შეფერხებულია – ახალგაზრდებს და ახალგაზრდული პოლიტიკის აქტორებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, ხოლო სამოქალაქო ორგანიზაციებზე, მათ შორის ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე და გაერთიანებზე, გაზრდილია როგორც საკანონმდებლო, ასევე საოპერაციო წნეხი და რისკები, რაც რეგიონებში განსაკუთრებით იგრძნობა. ბუნებრივია, სამოქალაქო სექტორისთვის შექმნილი არახელსაყრელი და რეპრესიული გარემო და პოლიტიკური არასტაბილურობა – პირდაპირ აისახება ახალგაზრდულ პროგრამებსა და სერვისებზე. მეორეს მხრივ, ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხება და მის ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი ხელშესახები გამოწვევაა. იკლებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, მცირდება ახალგაზრდული შესაძლებლობები, არ ხორციელდება სისტემური და გრძელვადიანი მუშაობა ახალგაზრდებთან და ნაკლებად არის მხარდაჭერილი არაფორმალური, ახალგაზრდული სივრცეების განვითარება. […]

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
ივნისი 14, 2025 Uncategorized 377 views

მეგა TV-ის საინფორმაციო გამოშვების სტუმარია ნუგზარ კოხრეიძე

როგორ მოქმედებს ისრაელ-ირანის შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოზე? რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის? სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) თანადამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ნუგზარ კოხრეიძემ, ტელეკომპანია „მეგა TV“-ის საინფორმაციო გამოშვებაში. 🔗 იხილეთ ვიდეო ⤵️

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
მაისი 14, 2025 Uncategorized 201 views

Training Program “Inner Voice”: May 2–9, Waterford, Ireland

RICDOG-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში, რომელიც 2-9 მაისს ირლანდიის ქალაქ ვოტერფორდში გაიმართა. პროექტი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისი ორგანიზატორები იყვნენ Waterford & South Tipperary Community Youth Service და Leargas. პროგრამის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდულ მუშაკებში ისეთი უნარების გაძლიერება, რომლებიც დაეხმარებათ ახალგაზრდებთან მუშაობის პროცესში შინაგანი სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნებაში. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს შინაგანი და გარე ხმის მნიშვნელობა, კომუნიკაციის ახალი მეთოდები და თვითრეფლექსიის ტექნიკები, რაც მათ დაეხმარება როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობა, მათ შორის: • სუნთქვითი ვარჯიშები • იოგა • რეფლექსიური პრაქტიკები • ხმასთან მუშაობის ტექნიკები ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მონაწილეების თვითშეფასების, ემოციური სტაბილურობისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში — როგორც პირისპირ ურთიერთობებში, ასევე ციფრულ სივრცეში მუშაობისას.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 30, 2025 Uncategorized 363 views

ახალგაზრდა ლიდერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის – „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, იმერეთში შერჩეულ ახალგაზრდა ლიდერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იმერეთის რეგიონული ჰაბის — სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) ოფისში გამართულ შეხვედრაზე: • მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ; • ახალგაზრდებმა ორი დღის განმავლობაში იმუშავეს იმერეთის რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე და შეიმუშავეს შესაბამისი ინიციატივები; • ლიდერებმა შეიმუშავეს თავიანთი სამოქმედო გეგმა, რომელიც მიმართულია ადგილობრივი გამოწვევების გადაჭრაზე. ცოტა მეტი პროექტის შესახებ: პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

მეტის წაკითხვა
მეტის წაკითხვა
აპრილი 29, 2025 Uncategorized 389 views

ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ქუთაისში

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ (RICDOG) წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია 6-12 წლის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია მონაწილეთა შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება და ინგლისური ენის სწავლება სახალისო და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით. პროგრამა ხორციელდება ქუთაისში, ახლადშექმნილ სოციალური საწარმოს სივრცეში და დაფინანსებულია ორბელიანი მეტის პლატფორმაზე სახალხო დაფინანსებით (ქრაუთფანდინგით) მოპოვებული რესურსებით. უფასოდ პროგრამა 3 ჯგუფისთვის განხორციელდება, რომელთაგან უკვე 2 ჯგუფისთვის პროგრამა დაწყებულია, ხოლო მესამე ჯგუფის დაკომპლექტებაზე საორგანიზაციო ჯგუფი ამ ეტაპზე მუშაობს. მიღწეული შედეგები პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა მონაწილეთა შერჩევისა და სასწავლო პროცესის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასაკობრივ ჯგუფებზე სწორად მუშაობას: მონაწილეები დაიყვნენ ორ კატეგორიად — 6-8 წლის და 9-12 წლის ბავშვები. ასაკობრივი დაყოფის შემდეგ ჩატარდა ინგლისური ენის ცოდნის დონის დიაგნოსტიკა, რომლის საფუძველზე მოხდა ბავშვების საბოლოო გადანაწილება შესაბამის ჯგუფებში. პროგრამაში ჩართული იყო 18 ბავშვი, მათგან 11 გოგო და 7 ბიჭი, 9 სხვადასხვა ოჯახიდან. ჯგუფების სრულფასოვნად დაკომპლექტების შემდეგ დაგეგმილ იქნა 6 გაკვეთილის ჩატარება თითოეული ჯგუფისთვის. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობს […]

მეტის წაკითხვა
ka_GEGeorgian

Account details will be confirmed via email.