Youth camp
პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის“ ფარგლებში, ახალგაზრდა ლიდერების ინიციატივით – 3 დღიანი ახალგაზრდული ბანაკი გაიმართა. ინიციატივის მიზანი იყო, ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების განვითარების მხარდაჭერა და იმერეთის ახალგაზრდული ქსელის განვითარება. ბანაკი არაფორმალური განათლების მიდგომებით განხორციელდა და ბანაკის განმავლობაში სესიების ფასილიტირებას ახდნენდნენ RICDOG-ის გენერლაური მდივანი და ტრენერი – ირაკლი თევზაძე და მშვიდობის კორპუსის მოხალისე RICDOG-ში – აარონ ვოიდა. პროგრამაში 20-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციისთვის: იმერეთის რეგიონში შერჩეული ახალგაზრდა ლიდერები „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებენ. „იმოქმედე საქართველოსთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობას და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. პროექტი ორიენტირებულია სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაზე. პროექტის ფარგლებში RICDOG ასრულებს იმერეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბის ფუნქციას და აქტიურად მუშაობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.